უხუცესი ავსტრალიელი მეცნიერი, 104 წლის დევიდ გუდოლი შვეიცარიაში ევთანაზიისთვის გაემგზავრება. წერს გაზეთი Australian.
მართალია, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ევთანაზია 2017 წლის ბოლოს დაკანონდა, მისი გამოყენება გათვალისწინებულია მხოლოდ განუკურნებელი ავადმყოფებისთვის. გუდოლი, რომელსაც აპრილში 104 წელი შეუსრულდა, არაა შეპყრობილი განუკურნებელი დაავადებით, თუმცა არ უნდა ცხოვრების გაგრძელება, იმ მრავალი მიზეზების გამო, რამაც მისი ცხოვრების ხარისხი გააუარესა.
მეცნიერის მხრიდან ევთანაზეიის მოთხოვნა იყო უმოკლეს ვადებში განხილული და დამტკიცებული სააგენტოს მიერ, რომელსაც შვეიცარიის ქალაქ ბაზელის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს. ამ მოგზაურობისთვის აქტივისტებმა შეაგროვეს 15 ათასი დოლარი მეცნიერისთვის.
გუდოლი შვეიცარიაში ჩასვლას მაისის დასაწყისში გეგმავს.