ანაკლია და განუხური არის გზა აფხაზეთისკენ, _ განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განმუხურში აგვისტოს ომის ორი წლის თავთან მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებში "თავისუფლების ბულვარი" გაიხსნა.
მინისტრის თქმით, იმისათვის რომ საქართველომ დაიბრუნოს აფხაზეთი, დანარჩენი საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი.
"იმისთვის, რომ ჩვენ დავბუნდეთ აფხაზეთში დანარჩენი საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, ჩვენ ყველანი ფეხზე უნდა ვიდგეთ. აბსოლუტურად ყველას უნდა გვქონდეს საშუალება და არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, როგორ ვიშოვოთ პურის ფული. როგორ გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები. ანაკლია და განმუხური, ვიცი, რომ არის პირველი ნაბიჯი აფხაზეთისკენ. ეს არის ინვესტიცია და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა, იმიტომ, რომ ინვესტორი, რომ ჩამოვა და ნახავს ამ სილამაზეს მოუნდება აქ დარჩენა და უფრო მეტი ფულის დახარჯვა. რაც მთავარია, ეს არის სამუშაო ადგილები, რომელიც გაგვაძლიერებენ და გააძლიერებს მთელ საქართველოს. ზუსტად ამ გზით ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს და ამიტომ ვამბობ, რომ ანაკლია და განუხური არის გზა აფხაზეთისკენ", _ განაცხადა ქობალიამ.