საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ ის იქნება თავისუფალი ქვეყანა მსოლფიოს თავისუფალ თანამეგობრობაში, _ განაცხადა ლიტვის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა ანაკლიაში თავისივე სახელობის ბულვარის მშენებლობის სიმბოლური გახსნის ცერემონიალზე.
"ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს თქვენს გვერდით ყოფნა. ეს ისტორიული მომენტია. განვითარების მიმართულება, რომელიც საქართველომ აირჩია არის თავისუფლებისა და მომავლისკენ მიმართული. ჩემი აზრით, ეს გზა ყველას მეგობრობისკენ წაგვიყვანს. ეს არის სიმბოლო, როგორც თქვენი თავისუფალი ერის არჩევანი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ ის იქნება თავისუფალი ქვეყანა მსოლფიოს თავისუფალ თანამეგობრობაში", _ განაცხადა ადამკუსმა და აღნიშნა, რომ საქართველოში რაც ხდება არის გამოხატულება, რომ "თქვენ გსრუთ იმუშაოთ, ააშენოთ არა მარტო თქვენთვის, არამედ მომავალი თაობებისთვის".
"ამ რეგიონმა გადაწყვიტა განვითარება და წინსვლა და ის რაც ჩემს ირგვლივ ხდება არის საუკეთესო დამადასტურებელი ნიშანი იმისა, რომ თქვენ მიდიხართ სწორი მიმართულებით. სიცოცხლის ბოლომდე მე თქვენი მეგობარი ვიქნები და მჯერა რომ მთელი ერი ერთად იმუშავებს და ითანამშროჯლებს ერთი მინიზთვის თავისუფლების მისაღწევად", _ განაცხადა ლიტვის ყოფულმა პრეზიდენტმა.
ბულვარი 5 კილომეტრზეა გადაჭიმული და იქ ევროპიდან ჩამოტანილი პალმები უკვე დარგულია.
ანაკლიაში ახალი სასატუმროც გაიხსნა. წითელი ლენტი დავით ბაქრაძემ და ვალდას ადამკუსმა გაჭრეს. გახსნას ხელისუყფლების წევრებიც დაესწრნენ. ვალდას ადამკუსმა და მიმა მეუღლემ საქართველოს ერთიანობის სადღეგრძელო შესვეს.