19 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7 ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვა იგეგმება. სამინისტროში განმარტავენ, რომ გასაყიდ ობიექტთა ნუსხაშია თბილისში, დაბა კოჯორში, ბეთანიაში მდებარე შენობა-ნაგებობა (რესტორანი "ბეთანია") და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასით _ 320 000 დოლარია.
იყიდება ასევე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 33ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 15 000 აშშ დოლარი;
აუქციონზე გამოტანილი იქნება ასევე თბილისში, დოლიძის ქუჩა 28-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 10 000 აშშ დოლარი