"The Guardian"-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს ერთჯერადი პლასტიკური ნივთების გაყიდვის აკრძალვას, პირველ რიგში ეს ეხება სასმელების საწრუპავებს.
გამოცემის თანახმად, ოფიციალურად ეს აკრძალვა, ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურების შეხვედრის დროს გამოცხადდება. ამავდროულად, ლონდონი მზად არის გამოყოს 86 მილიონი დოლარი ახალი ტექნოლოგიების განვითარებისათვის, რათა იპოვოს პლასტმასის ალტერნატივა ან გააუმჯობესოს მისი გადამუშავება.
"პასტიკური პაკეტების აკრძალვას დაემატება - საწრუპები, სასმელის მოსარევი ჩხირები და ბამბის ფირფიტები" - განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ.
ბრიტანეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურად მხოლოდ ბრიტანეთში დაახლოებით 8.5 მილიარდი პლასტმასის საწრუპი იყრება.