თურქეთი მზადაა ვალეს გამშვები პუნქტის ერთიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს მთავრობამ წინადადება მიიღო და თურქეთს ოფიციალური დასტურით უპასუხა.
ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ივნისში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის შესახებ.
აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს, გამშვებ პუნქტებზე საკონტროლო სქემების ჰარმონიზაციასა და ოპტიმიზაციას; საინფორმაციო სისტემების ინტეგრაციას და შესაბამისად პროცედურების დუბლირების აღმოფხვრას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინფორმაციო სისტემების ინტეგრირებასთან დაკავშირებული სამუშაოები. დასახული გეგმის შესაბამისად, 2011 წლიდან უნდა მოხერხდეს ერთობლივი მართვის სრულფასოვანი ამოქმედება.