ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ რუსული ენა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეორე სახელმწიფო ენა გახდება. "რესპუბლიკაში საუბრობენ ოსური ენის განვითარებაზე და ეს ნორმალურია, იმიტომ რომ ოსური ენა აქ სახელმწიფო ენაა. ამავე დროს, რუსულ ენას ჩვენ ოფიციალურად უნდა მივანიჭოთ მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი.
მისივე თქმით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ამჟამად არსებული კავშირები კიდევ უფრო მყარი და მჭიდრო უნდა გახდეს.
"ყველაზე მთავარი - რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს არის ის, რომ განავითარონ სიტუაცია და რაღაც ყოფითი პრობლემები არ გადაიყვანონ სახელმწიფოთაშორის და ეროვნებათაშორის სიბრტყეში. ეს არის ყველაზე საშინელი რაც შეიძლება ჩვენ დაგვემართოს. ჩვენ მოძმე ერები ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ არა მხოლოდ აგვისტოში არამედ რუსი და ოსი ერის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე. რუსი და ოსი ერების ურთიერთობები - ეს წმინდა თემაა", _ აცხადებს კოკოითი.