91 წლის ასაკში ლეგენდარული დიზაინერი ჰუბერტ დე ჟივენში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ რია ნოვოსტი ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელევბს.
მედიის ცნობით, ის ძილში გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონიალი ძალიან ვიწრო წრეში გაიმართება.
ცნობისთვის, ფრანგი დიზაინერი, ჟივენშის სახლის დამაარსებელი, არისტოკრატი ჰუბერტ დე ჟივენში, დაიბადა 1927 წლის 21 თებერვალს. მან სახელი გაითქვა იმით, რომ იყო ოდრი ჰეპბერნის უამრავი კოსტუმის დიზაინერი, ასევე ხშირად ზრუნავდა ჟაკლინ კენედისა და მერლინ მონროს ჩაცმულობაზეც.