დღეს, 12 მარტს, ფოლკლორის სასახლეში (არტოს ბაღში) გაიმართება ღონისძიება "მართვეს ახალი სიცოცხლე", რაც გულისხმობს ანსამბლის ორგანიზაციულ ფორმირებას, ახალი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, განახლებული ძალითა და ენერგიით სტუდიის საქმიანობის გაფართოებას.
"მართვე" 40 წელია არსებობს თბილისის ფოლკლორის სასახლესთან. მას მთელ საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობენ.
სამომავლოდ, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, სკოლამ უნდა შეიძინოს ახალი სახე, მოიზიდოს მომავალი თაობა, დანერგოს ახალი სასწავლო დისციპლინები - გალობისა და საკრავიერი მუსიკის სახით. დახვეწოს შემოქმედებითი პროცესი, კიდევ უფრო მეტად ხელი შეუწყოს ქართული ხალხური მუსიკის, გალობისა და მრავალხმიანობის პოპულარიზაციას.
"მართვეს" საქმიანობას გააკონტროლებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭო.