საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში რუსეთის ნაკრები დაამარცხა.
თამაში კრასნოდარში გაიმართა. პირველ ტაიმში მასპინძელი ქვეყნის ნაკრების წარმატების შემდეგ, მეორე ტაიმი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და საბოლოო გამარჯვებით დასრულდა.