თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის"(სსე) შენობიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად #70-ე საჯარო სკოლის 6 მოსწავლე დაშავდა.
როგორც სსე-ში „ჯი-ეიჩ-ენს" განუმარტეს, მათი წარმომადგენლები ინგოროყვას კლინიკასთან იმყოფებიან და დაშავებულთა მდგომარეობაზე ინფორმაციას ელოდებიან.
„ჩვენი შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინა, 2 დაშავებული გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან კლინიკასთან და ველოდებით ინფორმაციას“, - განგვიცხადა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ინციდენტი დაახლოებით 30 წუთის წინ მოხდა. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამავე თემაზე: შსს-მ ბარათაშვილზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ბარათაშვილზე შენობიდან შუშა ჩამოვარდა - დაშავდა 6 ბავშვი