ამაზე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა, - ამის შესახებ ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ ჯიშკარიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისი თქმით, ტატუნაშვილი დიდი ალბათობით, წამების მსხვერპლია და ის ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ ჭიანურდება მისი გადმოსვენება.
„ამაზე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა. თვითონ იურიდიულად ფაქტზე პასუხისმგებელი არის რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა. მაგრამ საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არ იქნა შემუშავებული არც ეფექტური უსაფრთხოების სტრატეგია. იმან, რომ არ იყო თანმიმდევრული სტრატეგია გამოიწვია სწორედ ასეთი დაუსჯელობის სინდრომი", - განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება შეშინებულია და მწყობრი უსაფრთხოების პოლიტიკა არ აქვს.