ჩვენ ვხედავთ, რომ ეს -თავისუფალ მედიაზე ზეწოლა] არის შემადგენელი ნაწილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც თავისუფალ მედიაზე ხორციელდება ზეწოლა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც თავისუფალ მედიაზე ხორციელდება ზეწოლა და მისი მოშლის, მონგრევის და დაქვემდებარების მცდელობაა. ვნახეთ, თუ რა მოუვიდა და დაემართა „მაესტროს“, ვხედავდით წინა კვირას შეტევას „ტვ პირველზე“, ვხედავთ, რომ “იბერიის“ მიმართაც დაიწყო იგივე პროცესები. ასევე, ამ წლების განმავლობაში არ ჩერდება შეტევა “რუსთავი 2“-ზე და ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის შემადგენელი ნაწილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის“, – აღნიშნა სერგო რატიანმა.