"ტაქსების რეგულირების ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაგებაში არ არიან, რას აკეთებენ. წარმოდგენა არ აქვთ ამ ქალაქში გადასადგმელი ნაბიჯების რიგითობაზე და თანმიმდევრობაზე", - ამის შესახებ თილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ტაქსების რეგულაცია ერთ-ერთი ბოლო საკითხია, რომელიც უნდა გააკეთო ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგების თვალსაზრისით.
"კალაძემ თავისი გარდერობის დემონსტრირებას და „სელფებით“ კეკლუცობას, სჯობს, რომ ერთი-ორი პროფესიონალი აიყვანოს. გავიგეთ, რომ ძალიან მაგარი გარდერობი და „სელფის“ ჯოხი აქვს, რომელსაც ყოველდღე რთავს, მაგრამ ასე ფონს ვერ გავა და დაემხობა ეს ქალაქი ისევე, როგორც დაემხო სხვა მერებს. თვითონ არ იცის და სხვასაც არ უსმენს. ვიღაც ხმალაძეები და „ტიპები“ ჰყავს, რომლებიც „გარტყმაში“ არ არიან არაფრის და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. ჩემი რჩევა იქნება, რომ ტაქსებს მიხედონ 1.5-2 წლის შემდეგ, მანამდე კი აუცილებელი ნაბიჯები გადადგას. თუ არ იცის, შემიძლია დავუწერო და გადავუგზავნო და იმ ხალხის სახელები და გვარები ვუთხრა, ვინც იციან”, - განაცხადა ელისაშვილმა.