„დღეს სასამართლო არის "გამპრავებელი”, დანაშაულის წამხალისებელი, მეტი არაფერი",- განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
მისი შეფასებით, მოსამართლეთა კოლეგიამ დანაშაული წაახალისა.
" დღეს მოსამართლემ წაახალისა დანაშაული, მან ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უწყებებს მიანიშნა, - ნებისმიერი სახის დანაშაული ჩაიდინეთ, ჩვენ კი აქ იმიტომ ვართ რომ თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაული "გავაპრაოთო". შესაბამისად, ეს არის წახალისება მომავალი დანაშაულებისაც. ვინც ასეთ სცენარს დადგამს სხვა საქმეზეც და მას ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუჩნდება ასეთი სცენარების დადგმის სურვილი,მას ექნება დაუსჯელობის სინდრომი. ვისაც ჩაუდებენ,,ვისაც საქმეს შეუკერავენ და ვისაც ბრალს წუყენებენ, "გაპრავებული" იქნება",- განაცხადა ფანცულაიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შესახებ. როგორც ცნობილია, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარს უზენაეს სასამართლოში შეიტანს.