ზამთრის ოლიმპიადაზე დოპინგის მიღების პირველი შემთხვევა გამოავლინეს. CNN-ის ინფორმაციით, 21 წლის იაპონელი სპორტსმენმა კეი საიტომ დოპინგ-ტესტზე დადებითი შედეგი აჩვენა. მის ორგანიზმში აკრალული პრეპარატი აღმოაჩინეს, რომლის სახელი არ კონკრეტდება.
სპორტსმენი სამხრეთ კორეას დღეს დატოვებს. მანამდე კი აცხადებს, რომ დოპინგ-ტესტის შედეგებით გაკვირვებულია და აკრძალული პრეპარატი შეგნებულად არ მიუღია.
კეი საიტო პირველი იაპონელი გახდა, რომელიც დოპინგ ტესტზე ჩავარდა.