„ყველაფერი ძალიან კორექტულად, ძალიან საქმიანად მიმდინარეობს, - განაცხადა ჟურნალისტებთან შესვენებაზე გამოსულმა პაატა ბურჭულაძემ.
,,კარგია რომ დღვანდელი შეხვედრა დგება. აქ ყველაფერს თავისი წერტილი დაესმება. ჯერჯერობით დღვანდელი დღით კმაყოფილი ვარ. გამოვალ და ყველაფერს მოგიყვებით, არ გემალებით”, თქვა ბურჭულაძემ.
ქართველი ბანი გამორიცხავს, რომ მის მიმართ ბრალის წარდგენა მოხდეს.
„გამორიცხულია ჩემ მიმართ აღიძრას საქმე. მე მინდა ეს ლაქა ფონდ „ივნანას“ მოვაშორო“ - აცხადებს ბურჭულაძე.
5 წუთიანი შესვენების შემდეგ სასამართლოში კვალვ განახლა პაატა ბურჭულაძის დაკითხვა.