ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც 5 ბრალდებულიდან მხოლოდ 2-ზე გავრცელდა გირაოს შეფარდება.
„გასაგებია რომ სასამართლოს თავისი ხედვა აქვს, მაგრამ როცა ხუთ პირიანი საქმეა, ერთი და იმავე საფუძვლით, ერთი და იმავე პასუხისგებაში არის ყველა მიცემული, საქმეში არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ არის და ორი პირი გარეთ გირაოს სანაცვლოდ იმყოფება... სამი პირი პატიმრობაში რატომ დატოვეს? ამათზეც იგივე მონაცემებით რატომ არ გავრცელდა გირაო?“ - განუცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენ-ს“ ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატმა თამარ აბესაძემ.
ის მიიჩნევს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
„მოსამართლეში არ გაგვიმართლა“ - აცხადებს თამარ აბესაძე.
ცნობისთვის, დღეს თბილისი საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული სამი პირი პატიმრობაში დატოვა.