პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ბეჟუაშვილი „ბადგონის“ 100%-იანი წილის მფლობელს, გიორგი სალაყაიას საქმიანი რეპუტაციის, ღირსებისა და პატივის შელახვის გამო სასამართლოში უჩივლებს.
სარჩელი სასამართლოში ორშბათს შევა, თუმცა ბეჟუაშვილის ინტერესების დამცველის თქმით, თუ ორშაბათამდე სალაყაია საქმის ვითარებაში გაერკვევა და დავით ბეჟუაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას უარყოფს, მაშინ სარჩელს აღარ შეიტანენ.
გიორგი სალაყაიამ კომპანია "ბადაგონში" საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ბიზნესზე ზეწოლას დაუკავშირა და კონკრეტული სახელებიც დაასახელა, მათ შორის დავით ბეჟუაშვილის გვარიც ფიგურირებდა.
„ბადაგონი“ უპირობო ლიდერია და სწორედ ამიტომ გუშინ შემოვარდნენ. ამ ყველაფრის უკან იკვეთება გავლენიანი პირების ინტერესები, მათ შორის, ყოფილი პარლამენტარის, დავით ბეჟუაშვილის, რომელმაც იარაღად გამოიყენა ვლადიმერ ჯანჯღავა. ჩვენ ასე მარტივად არ დავნებდებით. უახლოეს სამ დღეში მოხდება ჩვენი პარტნიორი კომპანიების მობილიზება, რომლებიც ჩამოვლენ მხარდასაჭერად და საერთაშორისო საზოგადოება შეიტყობს, თუ რა პირობებშია დღეს ქართული ბიზნესი”, - განაცხადა სალაყაიამ.
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები „ბადაგონში“ გუშინ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. კომპანიაში საგამოძიებო უწყების წარმომდგენლების შესვლას ხმაური და დაპირისპირებაც მოჰყვა.