საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში, 2018 წლის ფიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებში საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში 4 ლიცენზირებული სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
1.ფიგურული ციგურაობა-მორის ყვითელაშვილი
2.საციგაო სპორტი-გიორგი სოღოიანი
3.სამთო-სათხილამურო სპორტი-იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9-იდან 25 თებერვლამდე სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონჩანგში გაიმართება.