"მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შემთხვევასთან დაკავშირებით კითხვები არამარტო ოპოზიციას, არამედ საკრებულოს უმრავლესობასაც აქვს", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
ტყემალაძის თქმით, ამ თემაზე დღეს საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
"მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართება. ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, ინტერესი დიდია, ასევე კითხვები აქვს უმრავლესობის წევრებსაც და ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია ამ საკითხზე. სხდომას დაესწრებიან ყველა პასუხისმგებელი პირები და მერის მოადგილეები", - განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს განახლებულ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.