მინდა, ჩემი შვილი დაისაჯოს იმისთვის, რაც ჩაიდინა, მხოლოდ ამაზე მინდა, რომ აგოს პასუხი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის დედამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
მისი თქმით, საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარდა.
„ჩვენი ერთადერთი სურვილია, რომ სიმართლე გავარკვიოთ. მინდა, ჩემი შვილი დაისაჯოს იმისთვის, რაც ჩაიდინა, მხოლოდ ამაზე მინდა, რომ აგოს პასუხი. არჩადენილ დანაშაულზე სრულწლოვნისთვისაც, მით უმეტეს არასრულწლოვნისთვის ძალიან ცუდია. არ მინდა ასე იყოს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ადვოკატების. გამოძიების მიმდინარეობს ვერ შევაფასებ სრულყოფილად. არ არის ბევრი რამე გამოძიებული ისე, როგორც უნდა იყოს“, – აღნიშნავს დაკავებული არასრულწლოვნის დედა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო.