მოსკოვში პოლიცია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ოფისში შეიჭრა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პოლიციელებმა დააკავეს ნავალნის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი სერგეი ბოიკო და ასევე რამდენიმე თანამშრომელი. მათ მასობრივი აქციების ორგანიზების შესახებ კანონის დარღვევა დასდეს ბრალად.
ერთ-ერთ თანამშრომელს დიმიტრი ნიზოვცევს კი სმარტფონში დამონტაჟებული ბომბის დამალვაში ადანაშაულებენ.
რუსეთის რამდენიმე ქალაქში დღეს ნავალნის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები იმართება. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 40-ზე მეტი აქტივისტი.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი თქვა.