”უპირობოდ მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ბატონ გიორგი გახარიას მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ნარკორეალიზატორებთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
ზოიძის განმარტებით, მხოლოდ გამსაღებლებთან უკომპრომისო ბრძოლით, პრევენციაში, განათლებაში და მასობრივ სპორტში ინვესტირებით, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობით და სტიგმის დაძლევით არის შესაძლებელი ქვეყნისთვის ამ უდიდესი ხიფათის დაძლევას.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე დააკავა.
შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილის, დავით ლაცაბიძის განცხადებით, გამოძიება ფლობს ინფორმაციას, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ.