ხმელთაშუა ზღვაში გუშინ ჩატარებული 5 ოპერაციის ფარგლებში, იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 800-მდე მიგრანტი გადაარჩინა.
მიგრანტები, ორი ბარჟიდან და სამი ნავიდან, მათ შორის ორი გასაბერი ნავიდან ჩამოიყვანეს. ოპერაციის ფარგლებში იტალიის საზღვაო-სამხედრო ფლოტის ორმა ვერტმფრენმა 7 ბავშვი ტუნისში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანა, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
მაშველებმა წყალში ორი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარიც აღმოაჩინეს.