ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი “სუბარუს” და “ჟიგულის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 20 წლის მამაკაცი დაშავდა.
დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მას ბარძაყის და წვივის ძვლები აქვს მოტეხილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.