თელავში, სოფელ შალაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაშავდნენ, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. შეჯახების შედეგად მანქანის მძღოლმა და მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
ამ დროისთვის, დაშავებულები მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიან. ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს მუცლის ღრუს დაზიანებები და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებათ, რის გამოც ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაცია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.