ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. მან საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.
ტოჩინოშინმა, რომელმაც შეჯიბრი მე-3 მაეგაშირას რანგით დაიწყო, ჩემპიონობა ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე მოიპოვა.
შაჰიოძანთან მოპოვებული გამარჯვებით ლევანმა მოგება-წაგების ბალანსი 13-1 დააფიქსირა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.
ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელმაც იმპერატორის თასის მოგება მოახერხა. ასევე, ის მხოლოდ მესამე ევროპელი მებრძოლია, რომელსაც მსგავსი მიღწევა ჰქონდა.