მსახიობმა კეისი აფლეკმა პროტესტის ნიშნად ოსკარის დაჯილდოვებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მიზეზი სექსუალურ შევიწროვების ბრალდებაა, რომელიც ვარსკვლავს ორმა ქალბატონმა 2010 წელს წაუყენა. მაშინ სასამართლომ მსახიობო გაამართლა. ამის მიუხედავად, ერთ-ერთ ინტერნეტ-პორტალზე პეტიცია გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს 20 ქალი აწერს. ისინი ითხოვენ, მსახიობი ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიაზე არ შეუშვან.
კეისი აფლეკს, რომელმაც გასულ წელს ამერიკის კონოაკადემიის მთავარი ჯილდო საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში აიღო, წელს ამავე ნომინაციაში გამარჯვებულისთვის ჯილდო უნდა გადაეცა.