ჩეხეთში დღეს საპრეზიდენტო არჩვენების მეორე, ორდღიანი ტური იწყება. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად მოქმედი ლიდერი მილოშ ზემანი და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი ირჟი დრაგოში იბრძოლებენ. ამ უკანასკნელმა პირველი ტურის შედეგად ხმათა 26 % მოიპოვა, მოქმედ პრეზიდენტს კი ხმა ამომრჩეველთა 38 % მისცა.