[ნარკოტიკების] გამსაღებლებს დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ არა მარტო კანონის გამკაცრებით, არამედ პირველ ყოვლისა არსებული კანონის აღსრულებითაც, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ადამიანურობა იმ კუთხით, რომ გასაღებასა და მოხმარებას შორის მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ.
„მეორე მხრივ, მომხმარებელთა მიმართ გამოვიჩინოთ ჰუმანურობა. მოვუწოდებ კოლეგებს, კიდევ ერთხელ ვმობილიზდეთ და მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავძლიოთ ის აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს. პრინციპებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.