საზოგადობის მაჯის ცემიდან სასამართლოს ხელი დიდი ხანია აღებული აქვს და ვერ გრძნობს რას ითხოვს საზოგადოება, - ამის შესახებ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღარ შეიძლება ორი პოლიციელის ჩვენების გამო ადამიანის 8 წლით ციხეში გაშვება.
"იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მაინც გაიაზრებს ამას. რეალურად, სამართლის აღსრულება ასე ესმის თანამედროვე მსოფლიოს, რომ ორი პოლიციელის ჩვენებით არ უნდა წავიდეს ადამიანი ციხეში", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნაჯა ორაშვილის განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებაა.
შეგახსენებთ, გიორგი გიორგანაშვილი იგივე "ბახალა" მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.