ლეგენდარულმა ბრიტანელმა კომპოზიტორმა, მომღერალმა და პიანისტმა ელტონ ჯონმა მსოფლიოს ქვეყნებში გასტროლების დასრულების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თავის გადაწყვეტილებას 70 წლის მომღერალი ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარების სურვილით ხსნის. როგორც ელტონ ჯონმა ნიუ-იორკში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის გასტროლებს მომდევნო სამ წელიწადში დაგეგმილი 300 კონცერტის გამართვის შემდეგ შეწყვეტს. ელტონ ჯონის კონცერტი გასული წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო საქართველოშიც, თუმცა ის ზაფხულისთვის გადაიდო.