ცნობილ ამერიკელ მუსიკოსს, ნილ დაიმონდს უკურნებელი სენი სჭირს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ექიმებმა პარკინსონის დაავადება დაუდგინეს. ავადმყოფობის გამო მუსიკოსს მუსიკალური კარიერის შეწყვეტა მოუწევს. მან მარტისთვის დაგეგმილი კონცერტები უკვე გააუქმა. ხვალ ნილ დაიმონდს 77 წელი უსრულდება.