გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა „ჩიკაგო ფაირთან“კონტრაქტი წლის ბოლომდე გააგრძელა. ამის შესახებ კლუბი საკუთარ ვებ-გვერდზე იტყობინება.
„მიხარია, რომ კლუბში ვრჩები. გასული სეზონი, სამწუხაროდ, სერიოზული ალაფის გარეშე დავასრულეთ. წელს დაწყებული საქმის დასრულებას შევეცდებით,“-აცხადებს ფეხბურთელი.
შვაინშტაიგერი „ჩიკაგო ფაირში“ 2017 წლის მარტში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადავიდა.