ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „ბორდოს“ მწვრთნელმა პოსტი დატოვა. ჟოსლენ გურვენეკის მოვალეობას დროებით ფიზმომზადების სპეციალისტი ერიკ ბედუე შეასრულებს. მთავარი მწვრთნელის გადადგომის მიზეზი „ბორდოს“ მიერ ნაჩვენები კატასტროფული შედეგია. ბოლო 8 თამაშიდან კლუბმა მხოლოდ ერთი მოიგო.