დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე ე.წ. რუსულ საქმეზე სასამართლოში დაიბარეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სტივენ ბენონმა კონგრესმენების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა. კონგრესმენების კითხვები ტრამპის ადმინისტრაციაში მისი მუშაობის პერიოდს ეხებოდა. კონგრესმენები ითხოვდნენ, რომ ბენონს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მიეცა. ტრამპის ყოფილი მრჩეველი კი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი საქმიანობის შესახებ დეტალების გამხელა ეკრძალებათ. მანამდე ბენონი ჩვენების მისაცემად სპეცპოკურორმა რობერტ მიულერმაც დაიბარა.