კრიშტიანო რონალდოს მადრიდის რეალიდან წასვლა სურს. ამის შესახებ გამოცემა AS იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდოს სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ახალი კონტრაქტი და უკეთესი პირობები არ შესთავაზა, რის გამოც ის კლუბის ხელმძღვანელობას გაუნაწყენდა. არ არის გამორიცხული, რეალიდან წასვლის შემთხვევაში ფორვარდი მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს, სადაც 2009 წლამდე დამაშობდა. რეალმა მანჩესტერ იუნაიტედისგან რონალდო 80 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.