მანჩესტერ სიტი არსენალის ფორვარდს, ალექსის სანჩესს აღარ შეიძენს. ამის შესახებ გამოცემა Goal იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მეთოფეებმა კონტრაქტის პირვანდელ პირობებზე უარი თქვეს, რადგანაც მათ უფრო მეტი თანხა ჩილელ ფორვარდში მანჩესტერ იუნაიტედმა შესთავაზა. ამის გამო ხოსეპ გვარდიოლამ ფეხბურთელის ყიდვა გადაიფიქრა.