„სად ვიმოგზაუროთ 2018 წელს“?, The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სარეკომენდაციო სიაში თბილისი მეორე ადგილზეა.
თბილისის დახასიათებისას, სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს რესტორან "შავ ლომზე", რომელშიც ტრადიციულ კერძებს განსხვავებული გემოები ერწყმის.
„თბილისის კვებითი რევოლუცია დაიყო 2011 წელს, როცა ქართველმა შეფ-მზარეულმა მერიკო გუბელაძემ რესტორანი „შავი ლომი“ გახსნა“, - აღნიშნულია მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომელშიც ამავდროულად საუბარია თბილისში თანამედროვე კულტურის განვითარებაზე, რომელშიც ჟურნალისტის შეფასებით, დიდი როლი ითამაშეს კლუბმა: „ბასიანი“ და "ხიდი", ასევე, ლგბტ საზოგადოებისადმი მეგობრულად განწყობილმა „კაფე გალერიმ“ და „საქსეს ბარმა“.
„2017 წლიდან ორგანიზაცია Project ArtBeat შემოქმედებითად ხელს უწყობს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს, 2016 წელს გახსნილი ჰოსტელი „ფაბრიკა“ კი მსურველს კომბინირებულად სთავაზობს უზარმაზარ სივრცეს, მაღაზიებსა და კაფე ბარებს", - ვკითხულობთ The Guardian-ის სტატიაში, რომელშიც საქართველოს გარდა შეხვდებით ისლანდიას, იტალიას, ჰოლანდიას, რუსეთს, საბერძნეთს და ა.შ.
პუბლიკაციის სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ ბმულს : Where to go on holiday in 2018 – the hotlist.