გიორგი ჩაკვეტაძით ტოტენჰემი, ბორნმუტი და შახტარი დაინტერესდნენ. ამის შესახებ გამოცემა HLN იტყობინება. ქართველი ნახევარმცველი დინამოდან გენტში გასულ წელს გადავიდა, თუმცა კლუბს სავარაუდოდ სატრანსფერო სეზონზე დატოვებს. 2017 წლის ზაფხულში მიუნჰენის ბავარია მზად იყო ქართველ ფეხბურთელში 6 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ჩაკვეტაძემ ბელგიურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი. მიმდინარე სეზონში მან გენტის მაისურით 3 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.