მოსკოვის სპარტაკის ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სპორტულ ფორმას თებერვლის ბოლომდე აღიდგენს. ამის შესახებ კლუბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხაილ ვარტაპეტოვმა განაცხადა. ანანიძემ ტრავმა სექტემბერში ანჟისთან შეხვედრისას მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. ხვალ სპარტაკი ზამთრის შეკრებაზე დუბაიში მიემგზავრება. ემირატებში გუნდი 2 საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ამჟამად სპარტაკი რუსეთის უმაღლესი ლიგის საურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.