საუდის არაბეთში ქალებს საფეხბურთო სტადიონებზე კვირის ბოლოდან დაუშვებენ. ამის შესახებ გამოცემა Arabian Business იტყობინება. ახალი კანონი ძალაში 12 იანვრიდან შევა. 12,13 და 18 იანვარს მათ 3 მატჩზე დასწრების საშუაკლება მიეცემათ. ქალებისთვის სტადიონებზე სპეციალური სექტორები გაიხსნება. მანამდე ქალებს საუდის არაბეთში შეზღუდვა მანქანის ტარებაზე მოეხსნათ. საჭესთან დაჯდომას ისინი ივნისიდან შეძლებენ.