„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ვენსან კომპანი კლუბს დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება. „ნიუკასლტან“ შეხვედრაში ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მე-11 წუთზე შეცვალეს. „სამწუხაროდ, ვენსანმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. ალბათ, ის მოედანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება,“-აცხადებს „სიტის“ მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა.