FIFA-ს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ირჟი დვორჟაკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი დვორჟაკის ინიციატივა გახდა, რომელმაც 11 რუსი ფეხბურთელის წინააღმდეგ დოპინგის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რაც სამსახურის დაკარგვად დაუჯდა.
ცოტა ხნის წინ, დოპინგის მოხმარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს რუსეთის სახელით პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა აუკრძალა.
ციურიხის კლინიკაში ექიმად მუშაობის პარალელურად, დვორჟაკი FIFA-ს ანტისადოპინგო კომიტეტს 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.