ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას აზრით, თანამედროვე ფეხბურთი ძალიან მოსაწყენია, რადგანაც საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ პრიზს მესი და რონალდო მორიგეობით იღებენ, ისეთი დიდებული მოთამაშეები კი, როგორებიც ედინსონ კავანი, კილიან მბაპე და ზლატან იბრაგიმოვიჩი არიან, ჯილდოს გარეშე რჩებიან.
ამ განცხადებით მარადონა კრიშტიანო რონალდოს მორიგ აღიარებას გამოეხმაურა. პორტუგალიელმა "ოქროს ბურთი" თავის კარიერაში მეხუთედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის გაუთანაბრდა.