დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ჩრდილოეთ კორეის კრიზისი განიხილეს და კომუნიკაციის შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ბოლოს რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი 21 ნოემბერს შედგა.