ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.