თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვით, სასამართლომ თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული 12 პირი სამსახურში აღადგინა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პირის უფლებაა, ყველა გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება რეორგანიზაციას და ოპტიმიზაციას, გაასაჩივროს.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ უნდა სცეს პატივი და სწორედ ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა არის სამართლებრივი სახელმწიფო.
"ჩვენ უკვე აღვასრულეთ სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, როცა პირი სამსახურში აღვადგინეთ, თუმცა ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა. ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება. რაც შეეხება მათ გათავისუფლებას, თავდაპირველად, როცა ვთქვით, რომ ოპტიმიზაციას ვახორციელებდით, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თავდაცვის ხარჯები, რომელსაც გადამხდელები იხდით ბიუჯეტში, მიმართული იყოს იმ მთავარი ამოცანისკენ, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვისუნაურიანობა და არა, ვთქვათ, სოციალური და სხვა მიმართულებები. ასე რომ, დღესაც ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში.
მეტსაც გეტყვით, ნატო-ს წევრ ქვეყნებში არსებობს სტანდარტი, რომ თავდაცვაზე იყოს მიმართული რაც შეიძლება მეტი .. სწორედ ამ მიზნით იყო განპირობებული ის რეფორმები, რომელიც გატარდა და რომლითაც ვამაყობთ", - განაცხადა ლევან იზორიამ.