კოლუმბიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშე ედვინ კარდონა მომდევნო ხუთი მატჩის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი რასისტული ჟესტი გახდა, რომელიც მან სამხრეთ კორეის ნაკრების ფეხბურთელს უჩვენა.
ეპიზოდი ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა დეტალურად შეისწავლა და კოლუმბიელს ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამას გარდა, ფეხბურთელს ჯარიმის სახით 17 000 ევროს გადახდაც მოუწევს.